მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის?

კარლო ანჩელოტი ბრაზილიაში აღარ დაინიშნება

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ფაქტობრივად გადაწყდა, რომ სეზონის დასრულებისას, მადრიდელთა რიგებს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დატოვებს.

იტალიელი სპეციალისტის მომავალ სამუშაო ადგილად ბრაზილიის ეროვნული ნაკრები სახელდებოდა, მეტიც კარლო ლონდონშიც კი ჩავიდა, რათა ბრაზილიის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ როგორც არაერთი გავლენიანი საფეხბურთო გამოცემა, მათ შორის MARCA წერს, ანჩელოტიმ გადაწყვეტილება შეცვალა და „სელესაოს“ შეთავაზება იუარა.

ეს ბევრისთვის მოულოდნელი ცნობაა, რადგან ფაქტობრივად ბრაზილიის ნაკრებში კარლოს დანიშვნა გადაწყვეტილი საქმე იყო, თუმცა ახლა შანსები ძალიან მცირეა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს: ერთი მადრიდული კლუბიდან წასვლას უკავშირდება, ხოლო მეორე ფინანსურ შეუთანხმებლობას.

უთანხმოება იყო კონტრაქტის ამოქმედებასთან დაკავშირებითაც. იტალიელს საქმეში ჩართვა აგვისტოდან სურდა, ბრაზილიელები კი მოითხოვდნენ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი 4 და 9 ივნისს გასულიყო მოედანზე ეკვადორისა და პარგვაის ნაკრებების წინააღმდეგ, რაც კარლოსთვის მიუღებელი იყო.

ცნობისთვის, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ანჩელოტის დიდი ალბათობით ლევერკუზენის „ბაიერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში ისტორიაში პირველად გერმანულ კლუბს ბუნდესლიგა მოაგებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები