მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს

ანჩელოტი ბრაზილიაში

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში 2030 წლამდე დარჩება. ინფორმაციას ბრაზილიური Globo ავრცელებს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) და იტალიელი სპეციალისტი კონტრაქტის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გახანგრძლივებაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ.

წყაროს თანახმად, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას ხელი თებერვლის პირველ კვირებში მოეწერება. ამჟამად ანჩელოტი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ნაკრების მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასია. ასევე გათვალისწინებულია 5-მილიონიანი ბონუსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში.

ახალი კონტრაქტის პირობები ანალოგიური იქნება, თუმცა გარკვეული მიღწევებისთვის გათვალისწინებული ბონუსები დაკორექტირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები