სოფლის მეურნეობა, ფერმერობა საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე დარგი და ბიზნესია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი შესაძლოა ბუნებრივმა მოვლენებმა შექმნას და ფერმერს მოსავალი უბრალოდ გაუნადგუროს. ზარალისგან კარგი თავდაცვის საშუალება დაზაღვევაცაა, თუმცა აგროდაზღვევის მცირე მოცვის პირობებში, ხშირად ვრჩებით ფაქტის წინაშე, რომ მთელი წლის ნაშრომი, ერთ დღეში, ან რამდენიმე საათში ნადგურდება. რა ალტერნატივებია ზარალის შეამცირებლად?! კომპანიას, რომელმაც ამაზე იფიქრა, 25 წლიანი გამოცდილება და სამუშაო პრაქტიკა აქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რას გვთავაზობს “კარტლისი”, რომ ზიანი მინიმალური იყოს?
სტუმრები: რობერტ რევია - “კარტლისი”, დირექტორი;
ლელა გვასალია - „კარტლისის აკადემია“, ხელმძღვანელი