საქართველოში კარტოფილის იმპორტი მოცულობით 72.2%-ით, ხოლო თანხობრივად 68.9%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 2.3 მლნ აშშ დოლარის 6,152 ტონა კარტოფილი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 7.4 მლნ აშშ დოლარის 22,161 ტონა.
ზრდა, სავარაუდოდ, განპირობებულია საბაზო ეფექტით. რადგან, გასული წელი, მათ შორის პირველი ნახევარი იმპორტის კუთხით სარეკორდო იყო.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $459 ათასის 1,736 ტონა;
- აზერბაიჯანი - $441.8 ათასის 622.2 ტონა;
- სომხეთი - $433.8 ათასის 1,658 ტონა;
- თურქეთი - $356.1 ათასის 1,043 ტონა;
- გერმანია - $325.7 ათასის 265 ტონა.
პარალელურად, გაზრდილია ექსპორტი. საქართველოდან მიმდინარე წლის 6 თვეში 886.1 ათასი აშშ დოლარის 2,578 ტონა ადგილობრივი კარტოფილი გაიყიდა. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კი, 662.4 ათასი აშშ დოლარის 2,34 ტონა.
წელს საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
- აზერბაიჯანი - $743.4 ათასის 2,224 ტონა;
- რუსეთი - $88 ათასის 225 ტონა;
- ბელარუსი - $51.2 ათასის 107.3 ტონა;
- ყაზახეთი - $3.3 ათასის 20.9 ტონა.