მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kaspi-ის წარმატების ისტორია - ერთ წუთში მოყოლილი ამბავი

Lomtadze Kaspi

2007-2009 წლების ფინანსური ეკონომიკური კრიზისის გარიჟრაჟზე, ყაზახეთში შეიქმნა ბანკი, რომლისთვისაც სესხების გაცემა, დღეს, მხოლოდ ერთ რიგით სერვისს წარმოადგენს. ამ ბანკის სახელწოდებაა - Kaspi და მას ქართველი ანტრეპრენიორი, მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს. სიტყვა ბანკი, Kaspi-ის დიდად აღარ შეესაბამება, რადგან ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.

ყველაფერი ეს კი, ონლაინგადახდების პლატფორმით დაიწყო, რომელიც მალევე იქცა ყაზახეთის ფინანსურ ოაზისად, ანუ ადგილად, რომელიც მომხმარებლებს ყველაფერს სთავაზობს, რაც მათ სჭირდებათ, იქნება ეს საბანკო ბარათი, QR-კოდი, საინვესტიციო პროდუქტი თუ ბინის ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა. დღეს, Kaspi-ის აპლიკაციას 13.5 მილიონი ადამიანი იყენებს და ეს რიცხვი, ყოველწლიურად იზრდება, ხოლო თავად კომპანია - ფართოვდება და საერთაშორისო მასშტაბზე გადის.

ჭეშმარიტად გლობალურ მოთამაშედ Kaspi 2020 წელს იქცა, როცა მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. იმ დროს, მიხეილ ლომთაძისა და ვიაჩესლავ კიმის კომპანია 6.5 მილიარდ დოლარად შეფასდა, ანუ უდიდეს ყაზახურ კომპანიად იქცა, რომელიც ოდესმე დალისტულა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამგვარმა შეფასებამ, ცხადია, დიდი სარგებელი მოუტანა კომპანიის მმართველ პარტნიორ მიხეილ ლომთაძეს, რომელიც მილიარდერად და შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდრიდრეს ადამიანად იქცა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები