კასპში ახალი აუზი აშენდება - შესაბამისი ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ის გიორგი სააკაძის ქუჩაზე აშენდება და მისი სავარაუდო ღირებულება 7 მილიონი ლარი იქნება.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, აუზი არ იქნება ოლიმპიური სტანდარტის და ის მასზე ორჯერ ნაკლები - 25 მეტრის სიგრძის იქნება, ხოლო მისი სიგანე 16 მეტრს შეადგენს. აუზის სიღრმე 1.75-2 მეტრი იქნება.
დიდ აუზთან ერთად სპორტული კომპლექსი პატარა აუზსაც მოიცავს, რომლის სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 6 მეტრი, სიღრმე კი 1.2-1.5 მეტრი იქნება.
ახალი საცურაო აუზის შენობის მთლიანი ფართობი 2,318 კვადრატული მეტრი იქნება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტებს 2021 წლის შემდეგ შესრულებული უნდა ჰქონდეთ ანალოგიური სირთულისა და მოცულობის არანაკლებ 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 21-26 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.