მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kass Land-ის ტურისტულ სივრცეში აკვაპარკის გახსნა იგეგმება, შენდება სასტუმროც

6370a19ca545f
გვანცა სანაია
13.11.22 12:10
1806
"Kass Land”-ის ეკოტურისტულ სივრცეში, დაშბაშის კანიონინზე, აკვაპარკის გახსნა იგეგმება. როგორც ΒΜ.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, Kass Group-ი წალკის კანიონის ტერიტორიაზე, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს; ასევე, შენდება სასტუმროც.

„სასტუმრო, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, 53-ნომრიანი იქნება, საკონფერენციო და სარესტორნო დარბაზებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აკვაპარკის პროექტირება, რომელიც დახურული სახის იქნება და სპაცენტრები მოეწყობა.

აკვაპარკის მახლობლად ვგეგმავთ, ასევე, დამატებით 200 ერთეული „ვილჰაუსის“ მოწყობას. საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე ზუსტად განსაზღვრული არ არის, რადგან საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს“, - განუცხადეს BM.GE-ს კომპანიაში.
Kass Land-ის გახსნიდან, დაახლოებით, ექვსი თვე გავიდა და ამ პერიოდში ეკოტურისტულ სივრცეს, ჯამში, 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

„თავდაპირველად ვიზიტორებს შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იყო, შემდეგ ტურისტების რაოდენობამაც მოიმატა. რაც შეეხება Κass dimond resorts-ის ვილებს, მას სტუმრობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე - ტურისტები. ამჟამად ვილჰაუსის ღირებულებაა $100, საუზმის ჩათვლით. წლის ბოლომდე ვილჰაუსების რიცხვი 40-დან 60-მდე გაიზრდება“, - განუცხადეს ΒΜ.GE-ს Kass Group-ში.

კომპანიისვე ცნობით, ვიზიტორების ინტერესის საგანი ყველაზე ხშირად 240-მეტრიანი შუშის ხიდია: „ყველას სურს, ნახოს და გადავიდეს 240-მეტრიან შუშის ხიდზე; ასევე, ძალიან პოპულარულია, ბაიკლაინი, რომელიც ექსტრემალების საყვარელი აქტივობა გახდა. ამასთანავე, დიდი სიამოვნებაა საქანელით სარგებლობა და ბუნებით ტკბობა“, - ამბობენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები