მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კასტელ ჯორჯიას" ყოფილი ხელმძღვანელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად დაინიშნა

5959e9df7afd4
BM.GE
03.07.17 10:51
1585
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები