კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოში დღეიდან, 18 მარტიდან გლოვა გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებაზე იზრუნებს. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან საპატრიარქოს მიერ შექმნილი კომისიის მუშაობაში.
93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს საღამოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ილია II-ს კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ფოტო: mo se




























