მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატალიზატორის ფასი შესაძლოა 3-4 ათასი ლარიც ყოფილიყო - ასოციაცია

64883d1ff2c44
მარიამ ვარადაშვილი
14.06.23 00:15
2511
მთავრობა გეგმავს, საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აკრძალოს. პრემიერ-მინისტრმა ამის მიზეზად დაბინძურებული ჰაერი დაასახელა, რის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად პრემიერი საქართველოში გაუმართავ ავტოპარკს ასახელებს.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ეს დროული ნაბიჯია და ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

“2020 წლის პირველი აპრილიდან იმპორტირებულ ყველა ავტომობილზე კატალიზული გარდამქმნელი მოწმდება და მისი შემოწმების ვალდებულება ყოველ წელს არის. თუმცა, რადგან ეს გარდამქმნელი(კატალიზატორი) შეიცავს ძვირადღირებულ მასალებს, ამიტომ ძვირად აბარებდნენ. ისეთ შემთხვევებიც არის, როცა ავტომობილს ყიდულობდნენ და შემდეგ ამ მანქანების კატალიზატორების რეალიზება თითქმის იგივე ფასად ხდებოდა ისე, რომ მანქანის საფასურის ნაწილის კომპენსირებაც კი ხდებოდა. შეიძლება 3-4 ათასი ლარიც ყოფილიყო კატალიზატორის ფასი.

რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მძიმეა, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ რეგულაციის შემოღება, რაც მანამდე გავაჟღერეთ. რადგან არ გვექნება ამისი რეალიზაციის საშუალება და ქვეყნის გარეთ აღარ გავა, მოტივაცია აღარ ექნებათ ავტომობილს მოხსნან კატალიზატორული გარდამქმნელი. ამიტომ ვფიქრობ, დროული ნაბიჯი იყო და ცოტა დაგვიანებულიც კი. საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს", - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები