მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კატარი დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდი ფუნტის სტერლინგის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

58da7206abf60
BM.GE
28.03.17 18:22
2096
კატარი დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდი ფუნტის სტერლინგის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. გაერთიანებული სამეფოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი მოცემული თანხის დაბანდებას ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში აპირებს. აღსანიშნავია რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში უკვე განახორციელა 40 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ინვესტიციები - კერძოდ მათ ეკუთვნით სავაჭრო ცენტრი Harrods და ლონდონში განთავსებული ერთერთი ყველაზე მაღალი ცათამბრჯენის 95 პროცენტიანი წილი. კატარის საკუთრებაში ასევე ბუნებრივი აირის კომპანია და ოლიმპიური სოფელია ლონდონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები