კატარის საფონდო ბირჟების ინდექსი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა.
ბირჟებმა შემცირება მას შემდეგ დაიწყო რაც 6-მა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაზე განაცხადა და მიზეზად ქვეყნის ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა დაასახელა.
კატარის საფონდო ბირჟა დღის განმავლობაში, 8%-ით დაეცა. ყველაზე მეტად ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიების აქციების ფასი დაეცა.

























