"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში კატარის სახელმწიფო ენერგოკომპანიის "Nebras Power"-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ხალიდ მოჰამედ ჯოლო და დირექტორის მოადგილე ბიზნესის განვითარების საკითხებში ფაისალ ობაიდ ალ სადიყი მიიღო.
ფონდის ინფორმაციით, კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანიის "Nebras Power" ვიზიტის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხილვაა.
"კატარის სახელმწიფო ენერგოკომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს "საპარტნიორო ფონდთან" მართავს. ფონდში გაართულ შეხედრაზე მხარეებმა ქვეყანის ენერგოსექტორის მიმართულებით, საინვესტიციო პროექტები განიხილეს და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. "Nebras Power"-ი თბოელექტრო სადგურების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავს", – ნათქვამია ვიზიტთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კატარის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს "საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა ფონდის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ფონდის ხელმძღვანელმა კომპანია "Nebras Power"-ის წარმომადგენლებს ენერგოსექტორში ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

























