მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარში, SPAR-ის სუპერმაკეტების ქსელში ქართული თაფლი გაიყიდება

61be24bfda1df
ინგა მურუსიძე
18.12.21 22:11
956
კატარში საქართველოს საელჩოსა და კომპანია SPAR-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, დოჰას ერთ-ერთი უმსხვილეს სავაჭრო მოლში (Tawar Mall) განთავსებულ SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული თაფლისთვის განკუთვნილი სპეციალური კუთხე გაიხსნა.

საელჩოს facebook-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქართული თაფლის სპეციალური კუთხე კატარში არსებულ SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელის ყველა ობიექტში იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნია, რომ კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, 2020 წელს კატარისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცდა „ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისათვის“, რამაც ქართველ ექსპორტიორებს გაუმარტივა საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი კატარის სახელმწიფოში და ხელი შეუწყო თაფლის ექსპორტის ზრდას საქართველოდან. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, კატარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 350%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდამ 255% შეადგინა 2020 წელთან შედარებით.

ინფორმაციისთის, საელჩოსა და Mercy Corps, Alliances Caucasus Programme (ALCP)-ის თანამშრომლობით, კატარის სახელმწიფოში პირველად განხორციელდა საქართველოში ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ველური თაფლის - ჯარა-ს ექსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები