მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კატასტროფა უნდა ხდებოდეს ნომინალური ხელფასი რომ შემცირდეს, მნიშვნელოვანი მისი მსყიდველუნარიანობაა - GRASS-ის ეკონომისტი

ss

რეფორმების ასოციაციის [GRASS] მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდის შესაფასებლად ინფლაცია უნდა იქნეს გათვალისწინებული. მისივე თქმით, ბოლო წლებში საშუალო ხელფასი ინფლაციის ჩათვლითაც გაზრდილია.

ქვეყანაში მართლა კატასტროფა და უბედურება უნდა ტრიალებდეს რომ ნომინალური ხელფასი შემცირდეს. ყოველ წელს რომელი წელიც არ უნდა ნახოთ, გარდა გამონაკლისი პერიოდებისა, ნომინალური ხელფასი იზრდებოდა. არაფერს ნომინალური ზრდა თავისთავად არ გვეუბნება. ბუნებრივია, ყოველ წელს ხელფასი უნდა იზრდებოდეს და რეკორდული მაჩვენებელი რომ გვაქვს ამაში ვინმეს განსაკუთრებული დამსახურება არ არის.

მეორე საკითხია როცა ვუყურებთ ამ ნომინალურ ანაზღაურებას პირობითად ეს იქნება 2 ათასი ლარი თუ 2060, ლარი მნიშვნელოვანია გვესმოდეს როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. იმიტომ, რომ მეც, თქვენც და ნებისმიერი ადამიანი, როცა შემოსავალს იღებს მისთვის მნიშვნელოვანია ამ ფულით რისი ყიდვა შეუძლია და არა რამდენი კუპიურა მიიღო", - ამბობს კვარაცხელია

საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან იღებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას აწვდიან შემდეგ მონაცემებს: დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს. ეს ძირითად ხელფასთან ერთად ასევე მოიცავს პრემიას-დანამატსაც. ამის შემდეგ, სახელფასო ფონდი ჯერ იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა თუ წლიური. ამას გარდა, საშუალო ნომინალური ხელფასი დარიცხული თანხაა, ანუ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და არა ხელზე ასაღები თანხა. შესაბამისად ამ თანხას 20% კიდევ დააკლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები