პარლამენტში თიბისი ბანკის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა, დეპუტატებმა სხდომის დახურვას დაუჭირეს მხარი, იმ მოტივით, რომ ამგვარი საჯარო დისკუსია შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:
"როგორც თქვენ იცით, მოწვეული ვიყავით საკომიტეტო სხდომაზე, მოწვევა მივიღეთ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან; ეს რომ მხოლოდ ცალი მხარის მოწვევა ყოფილიყო, ჩვენ მოვერიდებოდით მოსვლას. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება სხვადასხვა ბოტებისა და ტყუილი ნიუსების, შესაბამისად, გვინდოდა გამოგვეყენებინა ეს ტრიბუნა, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ ისტორიას ახლავს. კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საჯარო განხილვით რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენს გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. ჩვენ აქ არ ვართო, როგორც კერძო ბიზნემსენები მოსული, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, საკითხი აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას, თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდბებებთან", - ამბობს ხაზარაძე.

























