"ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" სხვა წევრების შესაძლო დასანქცირების საკითხს, სოციალულ ქსელში გამოეხმაურა.
"კატეგორიულად მოვითხოვ, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ", - წერს იგი.
ამასთან, როგორც ის წერს, არ უნდა საზოგადოებამ ეს ფაქტი ზედმეტ თავდადებაში ჩაუთვალოს.
"რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს. ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა", - წერს მდინარაძე.