მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კატეგორიულად მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ ჩვენი კოლეგა კახა ეცადაშვილი, რომელიც აქციაზე დააკავეს" - კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობა

სს

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობა ექიმ, კახა ეცადაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს და შსს მიმართავენ, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი კოლეგა.

"30 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, რითმოლოგი კახა ეცადაშვილი. ჩვენი კოლეგა თავის მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციაზე და, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავისუფლების აღკვეთისას საქართველოს ჰიმნს მღეროდა. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გმობს ყოველგვარ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ! ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ ორგანოებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი კოლეგის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ჩვენი კოლეგა, რათა მან შეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ასევე, კატეგორიულად ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას და საქართველოს კონსტიტუციის 78 - ე მუხლის უგულებელყოფას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ევროსტრუქტურებში გაერთიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები