მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატეგორიულად ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში! - კონსული სან-ფრანცისკოში

ლევან ყულიჯანიშვილი

ყოფილი ბანკირი დ საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ძალადობას გმობს.

ის წერს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა ან ფიზიკური თავდასხმა მოქალაქეებზე, მომიტინგეებსა თუ ჟურნალისტებზე მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ კონსული 6 დღის წინ, ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და პროევროპული პოზიცია დააფიქსირა.

"მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს მომავალს სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა ევროპისა და დასავლეთისა - გზა, რომელიც ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში და ფესვგადგმული ჩვენს ისტორიაში, ღირებულებებსა და მისწრაფებებში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დედაქალაქის ქუჩებიდან შემაშფოთებელ სურათებთან ერთად, ღრმად მაწუხებს. საქართველოს გზა ნათელი უნდა დარჩეს - ევროპისკენ, დასავლეთისაკენ, პროგრესისაკენ",- აღნიშნა ლევან ყულიჯანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები