მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კაცობრიობის მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანური უგუნურება უქმნის” - ბრაიან კოქსი

ბრიტანელი ფიზიკოსი და მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან კოქსი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანური უგუნურება და ფაქტების უგულებელყოფა უქმნის. მეცნიერის განცხადებით, რეალობასთან კავშირის გაწყვეტა და ფსევდომეცნიერების გავრცელება კრიტიკულად აფერხებს ისეთი გლობალური გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, კლიმატის კრიზისი და გლობალური ომების თავიდან აცილება.

„როცა ადამიანები ფაქტებს სწყდებიან, უსერიოზულეს პრობლემას ვაწყდებით. მსგავსი გლობალური გამოწვევების მოგვარება რეალობასთან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს“, — აღნიშნავს ფიზიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები