კონიკა მინოლტა საქართველომ ედვაიზ ჯგუფთან თანამშრომლობით სამი დე პრინტის ახალი დანადგარი წარადგინა, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ხუთ ქვეყანაში არსებობს, კავკასიის რეგიონში კი საქართველო პირველი აღმოჩნდა. ციფრული ბეჭდვის მანქანა გუშინ, ედვაიზის სტამბაში დაინსტალირდა და ამიერიდან სამი დე პრინტების შექმნის ახალი სივრცეც გაიხსნა.