მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასიის ავტოიმპორტის“ ბრუნვამ შარშან ₾1 მილიარდს მიაღწია“

62c1af76a5803
თელარა გელანტია
04.07.22 01:00
1890
საქართველო როგორც ავტოინდუსტრიის ჰაბი, გამოწვევები და შესაძლებლობები - ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც #კონცეპტის ფორმატში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ და "თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე გიორგი დარჩიაშვილმა ისაუბრეს. საფინანსო ინსტიტუტისა და ავტოინდუსტრიის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის პარტნიორობა 17 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში არაერთი ერთობლივი პროდუქტი შექმნეს.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ ისტორია 2004 წლიდან იწყება, ჩვენი პარტნიორობა კი - 2005 წელს. ამ წლების განმავლობაში „თიბისი“ და „კავკასიის ავტოიმპორტი ერთად ვითარდებოდნენ და ბვრი საინტერესო წელი და განვითარების ეტაპი ერთად გაიარეს. 2007 წლიდან კომპანიამ მეტი აქცენტი გააკეთა საცალო მიმართულებაზე და ქვეყნის გარეთ განვითარებაზე. 2017 წელს „კავკასიის ავტოიმპორტი“ შევიდა უკრაინის ბაზარზე. შარშან - აფრიკაში, ნიგერიის ბაზარზე, ხოლო 2022 წლიდან გაერთიანებულ ემირატებში ვითარდება. ასეთი განვითარება რიცხვებშიც აისახა და შარშან კომპანიის ბრუნვამ 1 მილიარდ ლარს მიაღწია“, - ამბობს "თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე.

„უკვე ერთი წელია ნიგერიაში ოფისით ვართ წარმოდგენილი. აქედან გადავსხით დესანტი. რთული ბაზარია, მაგრამ წინ მივდივართ და ვვითარდებით“, - დასძინა თავის მხრივ „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა.

ბაზრებზე საუბრისას გიორგი სურგულაძემ უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ომის მიუხედავად, „უკრაინაში რეექსპორტი მძლავრია და ბევრი მანქანა იყიდება“.

მისი შეფასებით, ავტოინდუსტრიის განვითარებას სახელმწიფომაც შეუწყო ხელი და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ჰაბია.

„ჰაბის გეოგრაფია ფართოა - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა და ის ქვეყნები, რომლებიც უკვე ვახსენეთ. სწორედ ამ ქვეყნების ხდება ავტომანქანების რეექსპორტი საქართველოდან", - აღნიშნა გიორგი სურგულაძემ.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ მიერ, ყოველთვიურად, საქართველოდან 5-6 ათასი მანქანის რეექსპორტი ხორციელდება“, - ჰაბის როლზე საუბრისას კონკრეტული რიცხვები, თავის მხრივ, "თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილემ დაამატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები