მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის ბიზნესის სკოლამ AACSB-ის აკრედიტაციის ყველაზე მნიშვნელოვნი ეტაპი წარმატებით გაიარა

5fe437ac30af1
BM.GE
24.12.20 10:37
990
კავკასიის ბიზნესის სკოლამ AACSB-ის აკრედიტაციის ყველაზე მნიშვნელოვნი ეტაპი წარმატებით გაიარა.

აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლამ მოამზადა თვითშეფასების ანგარიში, რომელიც AACSB-ის აკრედიტაციის საბჭომ განიხილა, უპირობოდ მიიღო და დადებითად შეაფასა.

აკრედიტაციის საბჭოს შეეძლო მიეღო თვითშეფასების ანგარიში უპირობოდ მიეღო და სკოლა შემდეგ ეტაპზე გადაეყვანა, მოეთხოვა ანგარიშის მოდიფიცირება, რის შემთხვევაშიც სკოლა კიდევ ერთხელ ჩააბარებდა დოკუმენტს ან საერთოდ გაერიცხა აკრედიტაციის პროცესიდან.

ამ გადაწყვეტილებებს შორის, კავკასიის ბიზნესის სკოლამ, საბჭოსგან სრული შესაბამისობა მიიღო და პროცესი უხარვეზოდ გაიარა.

კავკასიის უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მთელს რეგიონში, რომელიც AACSB-ის აკრედიტაციის პროცესის ამ ეტაპზე იმყოფება.

AACSB-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე გლობალური სააკრედიტაციო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი თაობის ბიზნესის ლიდერების, განმანათლებლების და უმაღლესი განათლების სასწავლებლების განვითარებას. AACSB-ის აკრედიტაცია არის ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მსოფლიო ბიზნესის სკოლების საუკეთესო 5% პროცენტს აერთიანებს.

AACSB-ის საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს განათლების სექტორს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კავკასიის უნივერსიტეტი AACSB-ის წევრი 2016 წელს გახდა, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება.

ეს ფაქტი არამხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატება და განათლების სისტემაში შეტანილი დიდი წვლილია. AACSB-ის აკრედიტაცია მთელს მსოფლიოშია აღიარებული, შესაბამისად, ბიზნესის განათლების გაერთიანების წევრობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ხდება ნაწილი მოძრაობის, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

(R)