მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასიის მანდილი” - 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - გუდაურში Pontus Rotana NOA-თან პარტნიორობით

„კავკასიის მანდილი“ - ასე ჰქვია ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს გუდაურში, რომელიც ქართული დეველოპერული კომპანია Pontus-ის, სასტუმროების მართვის საერთაშორისო ოპერატორის Rotana-სა და იტალიური არქიტექტურული ბიუროს NOA-ს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი ორ ლოტადაა დაყოფილი და მოიცავს ფართო და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას - ჯამში 37 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და თითქმის 400-მდე ნომერს. სტანდარტული ნომრები, ექსკლუზიური შალეები და აპარტამენტები, SPA ცენტრები და საპარკინგე სივრცეები კურორტს მიზიდულობს ახალ ცენტრად აქცევს. არქიტექტურაზე იტალიურმა კომპანია NOA-მ იმუშავა. მისი თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ სასტუმროს პროექტის არქიტექტურულ ინსპირაციად ტრადიციული თავსაბურავი იქცა - დიზაინში გაერთიანდა ეროვნული სიმბოლოები და ტრადიციები.

ინტერვიუ: ირაკლი ვარშალომიძე - "პონტუს კაპიტალი", დამფუძნებელი;

მაკრამ ელ ზირი - Rotana, კორპორატიული განვითარების ვიცე-პრეზიდენტი;

ლუკას რანგერი - NOA, თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები