მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასიის მედიცინის ცენტრი” ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა

კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა. გიმფას სამედიცინო კონფერენციას თბილისი უკვე მეცხრედ მასპინძლობს და მიზნად ისახავს მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებასა და ინოვაციების გაცნობას. 2-დღიანი კონფერენცია პარალელური სესიებით იყო დაყოფილი. კავკასიის მედიცინის ცენტრი კონფერენციას 3 მსხვილი სამედიცინო მიმართულებით შეუერთდა. გასტროინტესტინალური ონკოლოგიის განხრით კლინიკური მოხსენებებით ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგების გუნდი ივანე კილაძის ხელმძღვანელობით წარსდგა. ყურადღება გამახვილდა კოლორექტულ კიბოზე, კომბინირებულ ქიმიოთერაპიასა და მკურნალობის პროცესში საინფუზიო პორტების გამოყენებაზე. კონფერენციაზე ასევე მოხსენებით წარსდგა ტრავმატოლოგი მიხეილ ლოლაძე, რომელმაც ქირურგიული ჩარევებისას პერიპროტეზული ინფექციის რისკებსა და მართვაზე გაამახვილა ყურადღება. ნეიროქირურგიის მიმართულებით კი თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიაზე პროფესორმა ვლადიმერ წიქარიშვილმა ისაუბრა.საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე, წამყვან ქართველ პროფესიონალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და დანიიდან. ქართველი და ევროპელი ექიმების კოლაბორაცია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. საბოლოოდ ეს ყველაფერი მედიცინის განვითარებას ემსახურება და ხელს უწყობს თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას მკურნალობის მეთოდებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები