მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა

კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში. შედეგად, კავკასიის მედიცინის ცენტრი შეუერთდა JCI აკრედიტებული ჰოსპიტლების დიდ ოჯახს, სადაც მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრები, მათ შორისა საერთაშორისოდ აღიარებული კლივლენდის კლინიკა, მეიოს კლინიკა, აჯიბადემისა და ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტლები ერთიანდებიან.

JCI აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს სამედიცინო მომსახურების უმაღლეს სტანდარტს და შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნებს. რას ნიშნავს ამ მასშტაბის აღიარება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორისთვის და რა გზა გაიარა კავკასიის მედიცინის ცენტრმა, ვიდრე JCI აკრედიტებული ჰოსპიტლების დიდ ოჯახს შეუერთდებოდა?

სტუმარი: სოფო ასპანიძე - კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები