მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის მედიცინის ცენტრში ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა

“ვარდისფერი გზავნილი” - ასე ეწოდება ღონისძიებას, რომლითაც კავკასიის მედიცინის ცენტრი “ვარდისფერი ოქტომბრის” მსოფლიო კამპანიას კიდევ ერთხელ შეუერთდა და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბრის თვის საფინალო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ლექცია-სემინარი და პანელური დისკუსიები 200-მდე ქალისთვის მოეწყო. ფორუმზე ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა და კლინიკური დარგის წარმომადგენლებმა ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ადრეული დიაგნოსტიკის, მის შედეგად გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებლისა და სტატისტიკის საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარდისფრად განათდა, რითაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება ქალების მიმართ, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით, მიიღონ შესაბამისი ზომები და პერიოდულად ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები