კავკასიის უნივერსიტეტმა, Th Wildau-სთან ერთად, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა დაიწყო. უნივერსიტეტმა მაგისტრანტებს ახალი შესაძლებლობა მისცა, უფრო კონკრეტულად უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, ამავდროულად მაღალ ანაზღაურებად მიმართულებას ციფრულ ლოგისტიკას შეისწავლიან. მნიშვნელოვანია ისიც რომ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ორი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ს ერთობლივი ხარისხი ექნებათ.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის საქართველოში დაუფლების შესაძლებლობის გათვალისწინებით TH Wildau-ის და კავკასიის უნივერსიტეტისა ერთობლივ პროგრამაზე საუბარს სტუმრებთან ვაგრძელებთ. პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს აძლევს შანსს მიიღოს ლოგისტიკის მართვის და ტექნოლოგიების უმაღლესი დონის განათლება და შეიქმნას საერთაშორისო ლოგისტის კარიერა.
სტუმარი: გიორგი დობორჯგინიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;