კავკასიის უნივერსიტეტმა 27-წლიან ისტორიაში სტუდენტების რეკორდული რაოდენობა მიიღო. როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ BMG-თან განაცხადა, ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტში სწავლას 1800-მდე მაღალქულიანი სტუდენტი დაიწყებს.
„წელს გვქონდა ჩვენი ისტორიის 27 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღება და არა მარტო დიდი მიღება, არამედ ყველაზე ხარისხიანი. გადავხედეთ ქულებს და 1 730 საუკეთესო ქულებით მოსული სტუდენტები გვყავს.
ფაქტობრივად ჩვენ არ დაგვრჩა ვაკანტური ადგილი. გამონაკლისი იყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც გვქონდა ამერიკელებთან და ევროპელებთან. ესეც მოხდა იმის გამო, რომ ბოლო წუთს გავხსენით და საზოგადოებამ ამის შესახებ შეიძლება ითქვას რომ არ იცოდა", - განაცხადა შენგელიამ.




























