კავკასიის უნივერსიტეტი NISPAcee-ის 2024 წლის რიგით 32-ე, ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიების სახელწოდებაა "საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში", რომელიც ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ ასეულობით პროფესორსა და მეცნიერს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი სახელმწიფოს შენების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვაა.