მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინი”: ამ ძნელბედობის ჟამს უცხოური ინვესტიცია დავკარგეთ

5f6a16eeb34bb
ლიკა გურაბანიძე
22.09.20 23:00
943

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირქტორი რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ. შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა, ეს სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

გადაწყვეტილების მოლოდინში როგორი მდგომარეობაა დღეს კომპანიაში, ამის შესახებ “კავკასუს ონლაინის” აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“20 სექტემბერს ის ვადა გავიდა, რომელიც გარიგების შებრუნებას ითვალისწინებდა, ბოლო თვეების განმავლობაში ვთქვით, რომ კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში ის გარიგება შეცვალოს, რაც ფიზიკურ პირებს შორის დაიდო.

ის ბოლო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, კომუნიკაციების კომისიას ერთპიროვნულად ყოველგვარი წინასწარი სასამართლო კონტროლის გარეშე შესაძებლობას აძლევს, რომ სპეციალური მმართველი დანიშნოს და კომპანიაში შემოიყვანოს", - განაცხადა კოპალაძემ.

მან ასევე კომპანიაში ამჟამად მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იმის არცოდნაა, თუ რა მოხდება ხვალ.

“ეს პროცესი რაც უფრო გახანგრძლივდება, რა თქმა უნდა, კომპანიის მომგებიანობაზე და სტაბილურობაზე აისახება. ჩვენ მომხმარებლები გვყავს, ვინც პროცესებს აკვირდება და თავს კომფორტულად არ გრძნობს.

ასევე კომპანიამ ახალი ინვესტორის მიღების შესაძლებლობა გაუშვა. ამ ძნელბედობის ჟამს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, უცხოური ინვესტიცია დავკარგეთ. გარდა იმისა, რომ ეს ლარისთვის შვება იქნებოდა, აღნიშნული თანხა იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის უნდა დახარჯულიყო, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდიდა.” - აღნიშნა რევაზ კოპალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები