კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს, "კავკასუს ონლაინის" ერთ-ერთი დამფუძნებლის "ნელგადო ლიმითედის" აქციების 19,5%-ის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. "ნელგადო ლიმიტედი“, რომელიც რეესტრის მონაცემებით, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, "კავკასუს ონლაინის“ 47,27% ფლობს. როგორც კომისიის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, თეიმურაზ არონიას კუთვნილი აქციები, გარიგების შედეგად, დავით ზურაბიშვილის საკუთრებაში გადავა, რომელსაც ჯამში "ნელგადო ლიმიტედის" აქციების 43,5% ექნება. ამავე კომპანიაში 19,5%-ს ფლობს თეიმურაზ არონია, 37%-ს კი ხვიჩა მაქაცარია.
"კავკასუს ონლაინის" მეორე დამფუძნებელიც ჰყავს, ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული International Online Networks LLC, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს - აქციების 52,73%-ს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ "კავკასუს ონლაინი“ შავი ზრვის ფსკერზე განთავსებულ 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელია, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ევროპიდან ინტერნეტის მიწოდების ერთ-ერთი წყაროა.

























