"კავკასუს ონლაინის" შემდეგ კომპანია "მაგთიკომს“ "დელტაკომის" შესყიდვაც სურს. "დელტაკომის" შესყიდვის თაობაზე მხარეებმა ერთობლივი განცხადებით კომუნიკაციების კომისიას უკვე მიმართეს. "მაგთის" 100% წილის შესყიდვა სურს.
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, რომ კომისია იმსეჯელებს, სჭირდება თუ არა ტრანზაქციას კვლევა-ანალიზი, თუ კვლევის გარეშე შეიძლება გაიცეს უფლება შესყიდვასთან დაკავშირებით.
"მიმდინარეობს წინასმოსამზადებელი სამუშაოები. კომისია იმსჯელებს, ამ საკითხს კვლევა-ანალიზი სჭირდება და შესაბამისად, საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება, თუ მარტივი წარმოებით, კომისიის სხდომაზე მიეცემა თანხმობა ამ ტრანზაქციის თაობაზე“,- აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
"მაგთიკომის" მიერ "კავკასუს ონლაინის" შესყიდვაზე თანხმობის გაცემამდე კომისიამ რამდენიმეთვიანი კვლევა ჩაატარა და დააგინა, რომ ტრანზაქცია ბაზრარზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა. ჩატარდება თუ არა იგივე შინაარსის კვლევა ამ საკითხზე, კომისია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გადაწყვეტს.

























