მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კავკასუს ორგანიკ ფრუტსი" მზის ენერგიაზე მომუშავე ხილის საშრობის აშენებას გეგმავს

5dab11937a911
ნინი ლონგურაშვილი
19.10.19 20:25
2665
ხილის ჩირის მწარმოებელი "კავკაუსუს ორგანიკ ფრუტსი", ნატახტარში მდებარე საწარმოში, მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობის აშენებას გეგმავს.

კომპანიის სურსათის უვნებლობის მენეჯერმა არჩილ ბურჯანაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენება საწარმოო პროცესში, მათ ბიზნესს უფრო რენტაბელურს გახდის.

"კავკასუს ორგანიკ ფრუტსი", ცოტა შორეულ პერსპექტივაში, ხილის საკუთარი ბაღების გაშენებასაც აპირებს. ამჟამად კი, ნედლეულს, ხილს, ფერმერებისგან ყიდულობს.

"კომპანია გეგმავს საკუთარი ბაღების გაშენებას, ჯერ ფინანსების მოზიდვაზე ვმუშაობთ. ამჟამად მხოლოდ ფერმერებზე ვართ დამოკიდებული. ჩვენთან ბიო ხილის მოცულობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბიო ხილის პოტენციალი ყველაზე მაღალი ორ რეგიონშია, მესხეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, მთავარია რომ სწორად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი", - აცხადებს "საქმიან დილასთან" "კავკასუს ორგანიკ ფრუტსის" სურსათის უვნებლობის მენეჯერი.

"ორგანიკ ფრუტსს" აქვს 1 800 კვ.მ საწარმო ნატახტარში, რომლის მშენებლობაში ჯამში, დაახლოებით, 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო მის მოწყობაში 5 მლნ ლარია დახარჯული. კომპანიაში სახელმწიფოს თანადაფინანსებით ჩადებული ინვესტიცია 586,500 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები