კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ კახა ბექაურის კანდიდატურა იყო დარეგისტირებული, რომელიც კომისიის წევრებმა კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, ერთობლივად წარადგინეს.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით.
ფოტო: Netgazeti

























