მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა ბექაური მერიასა და სემეკს არასწორი გადაწყვეტილებების გამოსწორებას სთხოვს

5c4eb5fb2ad27
BM.GE
28.01.19 11:56
939

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, კომისიის ყველა ქმედება და გადაწყვეტილება იმისკენ არის მიმართული, რომ კომპანიებს თანაბარი პირობები ჰქონდეთ და ბაზარზე მაღალი კონკურენცია იყოს.

კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, სფეროში მაინც რჩება ისეთი საკითხები მოსაგვარებელი, რომელიც კომისიის ზედამხედველობის ქვეშ არ არის.

„თქვენ გახსოვთ კომპანია „დელტაკომი“, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ლობირებდა და მათ მაშინდელმა მერიის ხელმძღვანელობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურაზე კაბელების გადაკიდების. ასევე მოხდა „ენერგოპროსთან“ ქალაქგარეთ - ფაქტობრივად ყოფილმა ხელისუფლებამ ექსკლუზივების ხარჯზე განავითარა ეს კომპანია. ასეთ არასწორ და არათანაბარ პირობებში კომპანიების ჩაყენება ხელს უშლის სფეროს განვითარებას. ჩვენ ძალისხმევა უნდა ვხარჯოთ და ჩვენი ზედამხედველობის სფეროში უნდა გავასწოროთ ყველაფერი, მათ შორის დარჩენილი ანომალიური გადმონაშთები. ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ კომისიის ზედამხედველობის ქვეშ არ არის, იმედი მაქვს, რომ მერიასთან და ჩვენს კოლეგებთან სემეკში ამ საკითხებს დავარეგულირებთ. ამას გარდა, ახლა ვმუშაობთ სწორედ მსოფლიო ბანკთან ერთად პასიური ინფრასტრუქტურის მთლიანად გაზიარების კანონპროექტზე, რაც მთლიანად დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომელიც კომპანიებს აწუხებთ და რომელიც ჩვენი ზედამხედველობის გარეთაა“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები