მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე: 2 აგვისტოს გლდანში ახლადრეაბილიტირებული პარკი გაიხსნება

5d418dcfaab75
თელარა გელანტია
31.07.19 23:00
632
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის - სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია, ახალი ხე-ნარგავებით. ასე რომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები