თბილისში ელექტროავტობუსი გამოჩნდება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავდაპირველად ავტობუსი ტესტირების რეჟიმში იმოძრავებს. მისივე თქმით, დედაქალაქში ჯამში 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა.
„ მომდევნო წლების განმავლობაში ასევე ვაპირებთ ელექტრო ავტობუსების შემოყვანას. ეს მიმართულება ევროპაშიც, მსოფლიოშიც იხვეწება და ჩვენი დედაქალაქიც არ იქნება გამონაკლისი მომდევნო წლების განმავლობაში. ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სჭირდება ტესტირება კონკრეტულ ხაზებზე. რამდენიმე დღეში ახალი ელექტროავტობუსი შემოდის, რომელიც გვათხოვეს, რომ ტესტირება გავაკეთოთ, დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრაოს. მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო სიახლეები არის დაგეგმილი ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.