ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში, კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის გამართვის მიზნით გაემგზავრა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იგეგმება "ენგურჰესზე" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
"ჩერნომორენერგო" აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ენერგოკომპანიაა.

























