ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ გაზპრომთან თანამშრომლობის დეტალებთან დაკავშირებით დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა.
გოცირიძე დაინტერესდა რას გეგმავს მთავრობა მომავალი წლიდან, როცა საქართველოსა და გაზპრომს შორის მოქმედი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურება: "არ ვიცი რას გვიწუნებს ბატონი გოცირიძე - მოლაპარაკებების ტაქტიკას თუ გაფორმებულ ხელშეკრულებას, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი ხალხის ინტერესების გატარებას ვგეგმავთ, რაც აქამდე უკვე მოვახერხეთ“ - აღნიშნა მინისტრმა გოცირიძის კითხვაზე საპასუხოდ.

























