მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: გლდანში 200 000 ლარის ღირებულების ძველი მილები მოიპარეს

5fec3406c659b
ინგა მურუსიძე
30.12.20 11:56
5217
გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე რეაბილიტაციის შედეგად მიწიდან ამოღებული ძველი, ლითონის მილები, რომელიც დასაწყობებული იყო, გაქრა. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტმა აღნიშნულით 200 ათასი ლარის ზარალი მიიღო და დანაშაული აუცილებლად გამოძიებული იქნება.

„გლდანში დასრულდა ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა, შიდა აუდიტმა დასკვნაც დადო და იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლებრივი დანაშაული. მთავარ პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტაცია მოკვლევისთვის. გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული, ის ძველი მილები, რომელიც მიწაში იყო განთავსებული და რეაბილიტაიის დროს ამოღებული იქნა, აღარ არის - მოიპარეს.

შესაბამისად, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება და საუბარია 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე, მინიმუმ 200 ათას ლარიანი ზარალი აქვს მუნიციპალიტეტს. მოკვლევა უკვე დაამთავრა აუდიტის სამსახურმა და მასალები გადაეგზავნა პროკურატურას. აქ არავის უნდა ეგონოს, რომ ვინმეს რამის გატარება შეუძლია. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და ვინც გარეულია ამ სავარაუდო დანაშაულში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები