მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე კომედიური ჟანრის ფილმში მიიღებს მონაწილეობას

5b0595eb3e457
კესო კაციტაძე
23.05.18 20:22
8755
თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში მხატვრულ ფილმს "დავიწყებული მელოდია" გადაიღებენ.

გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის მერია, თავად მერი კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია.

ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში - საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.

"ფილმს ძალიან საინტერესო და სახალისო სიუჟეტი აქვს. ეს პროექტი ჩვენთვის ეკონომიკური და კულტურული კუთხით არის საინტერესო. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობას, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით, რადგან შერჩეულია საინტერსო ლოკაციები. მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით, რომ ფილმში ის ეპიზოდურ როლს შეასრულებს",- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ BM.ge-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები