თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
მისივე თქმით, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურების მიზეზი მხოლოდ რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო არ არის.
„ლარის კურსი, ზოგადად, ყველასთვის პრობლემაა; შესაბამისად, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ტენდენცია დასტაბილურებისკენ წამოვიდა, თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს; რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და საზოგადოებას გეგმა და ხედვა წარუდგინოს თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ქვემოთ წამოვიდეს.
ის, რომ დოლარმა ლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო, ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორისგან განპირობებული და არ შეიძლება მხოლოდ ერთ ტურისტულ მიმართულებას დავაბრალოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.89-ის ნიშნულზეა.

























