მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე: მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა

5cb452337c7c6
თათია ჩაფიჩაძე
15.04.19 13:42
949
თბილისის მერის კახა კალაძეს ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ ყოფილა.

საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ მინისტრმა მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემაზე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან მას კონსულტაცია არ ჰქონია.

„ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემთან ამაზე არ გადიან კონსულტაციებს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს კი, ჟურნალისტმა დასვა კითხვა - მიანიშნებს თუ არა აღნიშნული ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობაზე.

„რა შუაშია არაფორმალური მმართველობა? ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ცნობილი გახდება თქვენთვისაც და საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები