მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე-ტაქსების რეფორმაზე: უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო

5cb45a5d2c40a
თათია ჩაფიჩაძე
15.04.19 14:17
3125
„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვლისწინებით, რეფორმები მეტი სიმკაცრით არის გასატარებელი“, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

კალაძის განმარტებით, მერია არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, მოქმედებს, რეფორმის განხორციელება კი, სერვისის მიმღებებისთვის და მიმწოდებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იყო კითხვა, რომელსაც ახალგაზრდები აპროტესტებენ და მეც ვეთანხმები ამ პროტესტს. მეც ოთხი შვილის მამა ვარ, ამ ქალაქში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, ისევე როგორც თქვენ და არავის გვსიამოვნებს ის მდგომარეობა ეკოლოგიის მხრივ, რაც არის. ზუსტად ავტომობილებს აქვს დიდი როლი ჰაერის დაბინძურებაში და არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაში.

ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი. უფრო მეტი სიმკაცრით არის საჭირო მიდგომები, თუმცა ჩვენ გამოვდივართ არსებული სოციალური მდგომარეობიდან. გვესმის ადამიანების, ვინც 24 საათის განმავლობაში საჭესთან მუშაობს ოჯახში ლუკმა-პურის შეტანისთვის, თუმცა მეორე მხრივ, რეფორმა ტაქსის მძღოლებისთვის, ისევე როგორც ამ სერვისის მიმღებებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ვინც კარგად აზროვნებს და უფიქრდება, რა რეფორმას ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა, ყველა მიხვდება ამას“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები