მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე ტაქსისტების პროტესტს პასუხობს

5c9c85e3e3e87
ლევან თაღიაშვილი
28.03.19 12:30
1231
დედაქალაქის მერი კახა კალაძე Facebook live-ის დროს გუშინ, ტაქსისტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და მათთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

მისი თქმით, მერია მზადაა ტაქსისტებს კომპეტენტური პასუხები გასცეს. კალაძემ საკუთარი მიმართვის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ტაქსის სერვისს აუცილებლად სჭირდება მოწესრიგება და დარეგულირება.

„გუშინ გამოსული იყვნენ ტაქსის მძღოლები და აპროტესტებდნენ ამ რეფორმას. ჩვენ გამოვხატეთ მზაობა და ახლაც მზად ვართ, შევხვდეთ ამ ადამიანებს და მათს კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. ვფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება მოწესრიგება და დარეგულირება“ - განაცხადა მან.

კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სარგებლის შესახებ, რასაც ლიცენზირებული ტაქსისტები მიიღებენ.

„არაერთხელ ავღნიშნეთ იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც მიიღებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები. საშემოსავლო გადასახადისგან ისინი მთლიანად გათავისუფლდებიან, ქალაქში მათთვის უფასო საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი, ტაქსის მანათობელიც უფასოდ გადაეცემათ, ასევე ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 100 ცალია გაცემული. გარდა ამისა, ტაქსისტების რეკლამის განთავსებიდან შემოსული თანხა მთლიანად მათი საკუთრება იქნება.“ - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაქსის მძღოლებმა თავისუფლების მოედანზე შემოღებული რეგულაციების გამო აქცია გამართეს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები