მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: "თბილისის საახალწლო სლოგანია "სიყვარულით სავსე ქალაქი"

5c10c0570943b
დათო ჯალაღონია
12.12.18 11:54
1570
თბილსიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა კახა კალაძემ დაგეგემილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორ თბლისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს.
„კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, ვინ რომელი პოლიტიური ძალის მხარდამჭერია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ქალაქის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით, თბილისის მერია მასშტაბურ სიურპირიზს გეგმავს.

„საინტერესო და მასშტაბური პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული, რასაც, ჯერჯერობით, სიურპრიზად დავტოვებთ. გარკვეული ტექნიკური პრობლემებია დასაზუსტებელი, თუ რამდენად შევძლებთ მის განხორციელებას. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ახალი წლის სლოგანი თბილისის მაცხოვრებლებისთვის არის „სიყვარულით სავსე ქალაქი“.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები