მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე უკანონო მშენებლობის კონკრეტულ მაგალითს ასახელებს

5a31182d6bdad
დავით ჯალაღონია
13.12.17 16:06
2478
თბილისის მერი კახა კალაძე უკანონო მშენებლობის კონკრეტულ მაგალითს ასახელებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი ასეთი უკანონო მშენებლობა უკვე შეჩერებულია.

"თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახალი შექმნილი ობიექტები. ერთი მშენებლობის პროცესშია, რომელსაც არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია. კონკრეტულად შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად, რესტორან „ბუდა ბარის“ წინ არსებული კონსტრუქცია, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო და ზედამხედველობამ გააჩერა. ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვართ ქალაქის განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი და კანონი აქვს და ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში - ავაშენოთ, განვავითაროთ, ყველაფერი ხარისხიანად და გონივრულად გააკეთოთ, მაგრამ როდესაც ხდება უკანონო მშენებლობები, მიწების უკანონოდ დაპატრონება, ასე ნამდვილად ვერ გავაგრძელებთ და ამზე უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები