კახა კალაძემ საკუთარ მოადგილედ ილია ელოშვილის კანდიდატურა წარადგინა. ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მინისტრის მოადგილე იყო.
„ილია ელოშვილის წვლილი საქართველოს ენერგეტიკის განვთარებაში საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადამიანებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა გიგა ნიკოლაიშვილმა, რომელიც დაცვის პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

























