მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახა კალაძის მინისტრობის პერიოდში, აშენდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური"

595de861d794b
BM.GE
06.07.17 11:34
1141
"აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს კახა კალაძისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა. პრემიერის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:
„ეს არის ჯამში მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; აშენდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს. მინდა, კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად.

ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის თბილისის მერს, დავით ნარმანიას. დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. იგი ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები